საწყობის მენეჯერი ავტონაწილების მიმართულებით — სმოტორსი

სმოტორსი — ლოგო
სმოტორსი

საწყობის მენეჯერი ავტონაწილების მიმართულებით

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"სმოტორს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის (ავტონაწილების მიმართულებით) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტონაწილების საწყობის ყოველდღიური ოპერაციების სრული მართვა და კონტროლი.
  • ახალი პროდუქციის მიღება, კატალოგებთან შედარება, კოდების (არტიკულების) გადამოწმება და დასაწყობება.
  • მარაგების ოპტიმალური განლაგება ავტომობილის მარკებისა და ნაწილების კატეგორიების მიხედვით (სწრაფი ძებნისთვის).
  • ონლაინ და ფიზიკური შეკვეთების დროული, ზუსტი დაკომპლექტება და გაცემა საბითუმო და საცალო ქსელისთვის.
  • მარაგების ნაშთების მუდმივი კონტროლი, დეფიციტური ნაწილების იდენტიფიცირება და შესყიდვების გუნდისთვის ინფორმაციის მიწოდება.
  • პერიოდული და გეგმური ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.
  • საწყობის თანამშრომლების მუშაობის კოორდინაცია და სამუშაო დისციპლინის კონტროლი.
  • წუნდებული (დეფექტური) ან დაბრუნებული ავტონაწილების აღრიცხვა და შესაბამისი პროცედურების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
  • საწყობის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (სასურველია ავტონაწილების ან ტექნიკური პროდუქციის სფეროში).
  • საწყობის აღრიცხვის პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა.
  • დიდი მოცულობის ინფორმაციასთან და მრავალფეროვან ასორტიმენტთან მუშაობის უნარი.
  • გუნდის მართვის, ორგანიზებულობისა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაოს მზარდ კომპანიაში.
  • ბონუსურ სისტემას (ინვენტარიზაციის შედეგებისა და გეგმის შესრულების მიხედვით).
  • ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე.

კომპანია "სმოტორსი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.