საწყობის მენეჯერი
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პროექტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.
ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ საწყობის მენეჯერის ვაკანსია ჩვენი პარტნიორი საავტომობილო კომპანიისთვის.
ძირითადი პირობები:
- მდებარეობა: თბილისი, დიღომი
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- ანაზღაურება: 2000-2500 ლარი ხელზე ასაღები კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება
- სასაწყობო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობა
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობის სივრცის ეფექტური ათვისება და სისტემატიზაცია პროდუქციის კატეგორიების მიხედვით
- საწყობში პროდუქციის მიღება-გაცემის პროცესის სკანერით განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
- მიღებული პროდუქციის (სასაწყობე ტექნიკის მეშვეობით) გადმოტვირთვისა და საწყობში ოპტიმალური განთავსების პროცესის ორგანიზება;
- შოურუმებისა და სერვისცენტრის უწყვეტი და დროული მომარაგება (გაცემა) საჭირო ტექნიკითა, თუ სათადარიგო ნაწილებით;
- საწყობში მიღებული პროდუქციის დაშტრიხკოდების (ამობეჭდვა და მიკრობა) უზრუნველყოფა შიდა პროგრამაში მითითებული შტრიხკოდების შესაბამისად.
- მარაგების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი, ვარგისიანობისა და სასაქონლო იერსახის შენარჩუნების კონტროლი;
- გეგმური და არაგეგმური ინვენტარიზაციის პროცესების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და ფინანსურ დეპარტამენტთან/მთავარ ბუღალტერთან შედეგების შედარება-რეპორტინგი.
- საწყობის შიდა პროგრამაში ყველა ოპერაციის (მიღება, გაცემა, ჩამოწერა, გადაადგილება) დროული, ზუსტი და უშეცდომო ასახვის უზრუნველყოფა, პირველადი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) წარმოება, კონტროლი და შენახვა
- საწყობის თანამშრომლების ყოველდღიური მუშაობის მართვა
- საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის, სისუფთავის, შრომის უსაფრთხოების (HSE) ნორმებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა;
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 20 ივნისის ჩათვლით. გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა
- ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
- პირისპირ გასაუბრება უშუალოდ დამსაქმებელთან
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!