საწყობის მენეჯერი
კომპანია "ემ ი პი სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "ემ ი პი სოლუშენს" მრავალწლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს, თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნების შესაბამისად მოახდინოს პოზიციონირება, საინჟინრო მომსახურების სფეროში.
ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საინჟინრო სფეროს გარდაქმნას ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტურ, ჭკვიან სისტემებად.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00; შაბათი, 09:00-15:00
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ლოგისტიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე დისციპლინის მიმართულებით.
პოზიციის შესახებ
საწყობის მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება საინჟინრო სისტემების მასალებისა და მოწყობილობების საწყობის სრული საოპერაციო ციკლის მართვაზე — პროდუქციის მიღებიდან, შემოწმებისა და განთავსებიდან, მარაგების აღრიცხვასა და კონტროლამდე, კომპლექტაციასა და გაცემამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
- საინჟინრო მასალების, მოწყობილობებისა და კომპონენტების მიღება, რაოდენობრივი და ვიზუალური შემოწმება;
- მიღებული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი თანმხლებ დოკუმენტაციასთან;
- მასალების სწორად დახარისხება, მარკირება, განთავსება და შენახვის პირობების უზრუნველყოფა;
- საწყობში არსებული მარაგების სისტემატური აღრიცხვა და კონტროლი;
- შემოსული და გაცემული მასალების დოკუმენტური აღრიცხვა;
- ობიექტებისა და პროექტების მოთხოვნების შესაბამისად მასალების კომპლექტაცია და გაცემა;
- საწყობიდან მასალების გადაადგილებისა და დაბრუნებების კონტროლი;
- სხვადასხვა სამუშაო ობიექტისთვის საჭირო მასალების დროული მომზადებისა და მიწოდების კოორდინაცია;
- პერიოდული და სრული ინვენტარიზაციის ორგანიზება და განხორციელება;
- ფაქტობრივ ნაშთებსა და სააღრიცხვო მონაცემებს შორის სხვაობების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
- მარაგების მინიმალური და ოპტიმალური რაოდენობის კონტროლი;
- საჭირო მასალების დეფიციტის შესახებ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
- დაზიანებული, დეფექტური ან ჩამოსაწერი მასალების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცესების მართვა;
- საწყობის სივრცის ეფექტურად გამოყენებისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
- საწყობში უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების დაცვა;
- საწყობის დოკუმენტაციის წარმოება და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- შესყიდვების, ლოჯისტიკის, პროექტების მენეჯერებისა და ობიექტის გუნდებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- საწყობის ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებასა და მარაგების მართვის ეფექტიანობის ზრდაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- Excel-ისა და სასაწყობე პროგრამების ცოდნა.
- საწყობის ოპერაციების, მარაგების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესების ცოდნა;
- დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საინჟინრო, სამშენებლო ან ტექნიკური მასალების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას