საწყობის მენეჯერი
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
"ელემენტ კონსტრაქშენის" ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
"ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სამშენებლო ობიექტებზე სასაწყობე მეურნეობის ეფექტიანი მართვა და შესაბამისი პროცესების ორგანიზება;
- სასაწყობე პროცესების დაგეგმვა, სტანდარტიზაცია და მათი შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის მიღების, აღრიცხვის, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესების მართვა;
- სამშენებლო ობიექტებსა და საწყობებს შორის მასალებისა და ინვენტარის მოძრაობის კონტროლი და შესაბამისი აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- მიღებული მასალებისა და ინვენტარის რაოდენობის, მდგომარეობისა და დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
- გაცემული მასალების რაოდენობისა და მიზნობრიობის კონტროლი და ობიექტების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სასაწყობე მარაგების მუდმივი კონტროლი, საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და მარაგების დროული შევსების პროცესის ინიცირება შესყიდვების დეპარტამენტთან კოორდინაციით;
- სასაწყობე პროგრამაში მასალებისა და ინვენტარის მოძრაობის დროული და ზუსტი ასახვის უზრუნველყოფა;
- სამშენებლო ობიექტებზე მარაგების პერიოდული მონიტორინგი და ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება;
- ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისების, ზედმეტობებისა და სხვა შეუსაბამობების იდენტიფიცირება, შესაბამისი პირების ინფორმირება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
- საწყობის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და სასაწყობე პროცესების ეფექტიანად წარმართვის უზრუნველყოფა;
- სასაწყობე მარაგებისა და მასალების მოძრაობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
- სასაწყობე მეურნეობის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ობიექტებზე ან სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სამშენებლო მასალების მიღება-გაცემის, დასაწყობებისა და ინვენტარიზაციის პროცესების ცოდნა;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, ცოდნა;
- რამდენიმე სამშენებლო ობიექტის სასაწყობე პროცესების მართვისა და კოორდინირების უნარი.
უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის მართვის უნარი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ კონსთრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით.