საწყობის მენეჯერი
ვაკანსია: საწყობის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: 09:30 - 18:30 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია საწყობის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საწყობის ოპერაციების, მარაგებისა და ინვენტარიზაციის პროცესების ცოდნა;
- თანამშრომელთა მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასაწყობე/ERP პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება;
- საწყობში სამუშაო პროცესის წარმართვა, სანიტრული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, უნიფორმები, პირადი და საწყობის ჰიგიენა);
- საწყობის ტერიტორიის დალაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთა მხრიდან გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
- სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება);
- საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
- FIFO პრინციპით მუშაობა (ვადების დაცვით პროდუქციის გაცემა);
- პროდუქციის ვადების კონტროლი;
- კომპეტენციის ფარგლებში ლოჯისტიკის დაგეგმვა და მომარაგების კონტროლი;
- HACCP ის სტანდარტების მიხედვით მუშაობა, დოკუმანტაციის შევსება და წესების დაცვა;
- საწყობის პერიოდული ინვენტარიზაცია;
- პროდუქტის უსაფრთხო პირობებში განთავსების ორგანიზება და კონტროლი;
- ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც პროდუქტის მიღებისას, ასევე გაცემისას;
- მარაგების კონტროლი და შევსება;
- წუნდებული პროდუქციის მართვა;
- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს;
- საჭიროების შემთხვევაში "დამსაქმებლის" მიერ დაკისრებული სხვა ვალდებულებების შესრულება, რაც მხარდაჭერას და დახმარებას აღმოუჩენს კომპანიას საქმიანობის ყველა სფეროში.