საწყობის კოორდინატორი — ჭიტა

ჭიტა — ლოგო
ჭიტა

საწყობის კოორდინატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჭიტა" 29 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მომსახურე პერსონალი კი კეთილგანწყობით.

ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ, ასეთივე თბილ და ხალისიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.

კომპანია "ჭიტა" იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს საწყობის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისში; თბილისი მოლი; თ. მღვდლის 51;
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00სთ-18:00სთ; შაბათი 09:00სთ 14:00სთ; დასვენების დღე: კვირა;
  • ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში შემოსული პროდუქციის (კონტეინერის) მიღება, პროდუქციის დახარისხება და დასაწყობება;
  • ფილიალებიდან შემოსული შეკვეთების მომზადება და გაშვება;
  • მაღაზიათა ქსელში პროდუქციის გადანაწილება/მიტანა/ჩამოცლა;
  • მძღოლთან ერთად მუშაობა; მისი დავალებების შესრულება;

უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • აქტიური რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

კომპანია "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.