საწყობის გამგე — ჯეორჯიან პროდაქტს

ჯეორჯიან პროდაქტს — ლოგო
ჯეორჯიან პროდაქტს

საწყობის გამგე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დეკორატიული ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products"-ი (GEOP), წარმატებით ფუნქციონირებს 2014 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საწარმოს საქართველოში. ორგანიზაცია სპეციალიზირებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის წარმოებაში და ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.

დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products"-ი აერთიანებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე.

"Georgian Products"-ი (GEOP) აცხადებს ვაკანსიას საწყობის გამგის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ბენეფიტები: კვება, დაზღვევა კომპანიის თანადაფინანსებით.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში პროდუქციის მიღება, დასაწყობება, გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • სასაწყობო მარაგების მართვა და სისტემატური კონტროლი (ნაშთების გადამოწმება);
  • პერიოდულ და გეგმურ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა;
  • პროდუქციის უსაფრთხო შენახვისა და საწყობში წესრიგის უზრუნველყოფა;
  • დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესების ზედამხედველობა და კოორდინაცია;
  • შესყიდვებისა და ლოჯისტიკის გუნდთან აქტიური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია 1-2 წელი);
  • სასაწყობო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ.: 1C, APEX, ORIS ან სხვა ERP სისტემები);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
  • დოკუმენტაციასთან (ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები) მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სანდოობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • დროის ეფექტურად მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.