საწყობის დამხმარე თანამშრომელი — Made to Make

Made to Make — ლოგო
Made to Make

საწყობის დამხმარე თანამშრომელი

₾1750 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "Made To Make", ოფიციალური წარმომადგენელი და იმპორტიორი კომპანია ისეთი გლობალური ბრენდებისა, როგორებიცაა 3M, Coverguard, DuPont, Dunlop, Smirdex, Starline, Scott და სხვა, გთავაზობთ ვაკანსიას საწყობის დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გუდაუთის ქუჩა.

სამუშაო განაკვეთი:

  • კვირის სამუშაო დღეები: 10:00-18:30 სთ, შაბათი - 10:00-15:00 სთ.

ანაზღაურება: 1750 ლარი გადასახადების ჩათვლით, ხელზე ასაღები 1400 ლარი. კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობის უფროსის მიერ მიცემული მითითებების შესრულება;
  • კომპანიის პროდუქციის კოდების გარჩევა-წაკითხვა;
  • აუცილებელია ზედნადებთან მუშაობა;
  • საწყობში შემოსული ტვირთის ჩამოცლა, დატვირთვა და საწყობში შესაბამის ადგილზე დალაგება;
  • ზრუნვა საწყობის მოწესრიგებულ და დალაგებულ მდგომარეობაში ყოფნაზე;
  • წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).

გასაუბრება ჩატარდება ინტერვიუს სახით. გასაუბრების ადგილი - თბილისი, წერეთლის 41.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ