საწყობის დამხმარე
"კომფორტერი" არის უმაღლესი ხარისხის მქონე ავეჯის მაღაზიათა ქსელი, სადაც წარმოდგენილია 20-ზე მეტი ევროპული პარტნიორი კომპანიის მუდმივად განახლებადი 15 000-მდე სახეობის პროდუქცია.
"კომფორტერი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით
- სტაბილურ და მეგობრულ გარემოს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს
პოზიცია: საწყობის დამხმარე
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
- სამუშაო გრაფიკი: სამშაბათი-კვირა, 09:00-13:00
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა
- გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
ძირითადი ფუნქციები:
- საწყობიდან გასაგზავნი პროდუქციის მისამართების მიხედვით მომზადება და დაორგანიზება;
- საწყობის ტერიტორიაზე სისუფთავის, წესრიგის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- საწყობის ყოველდღიუს სამუშაო პროცესში თანამშრომლების მხარდაჭერა;
- სხვა მიმდინარე საწყობთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ფიზიკური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!