საწყობის და მარაგების მართვის მენეჯერი
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით.
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის და მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;
პოზიციის შესახებ: კომპანიის სასაწყობე ოპერაციების მართვა და კონტროლი
შესასრულებელი სამუშაო:
- კომპანიის სასაწყობე პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
- საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება-გაცემის, ნაშთების პროგრამულ მონაცემებთან და საბუღალტრო დოკუმენტაციასთან შედარება და სიზუსტის კონტროლი.
- კომპანიის საწყობებში არსებული ბრუნვის კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭება და საწყობში განთავსება, ნომენკლატურული წარმოების გაკეთება ან დაშლა;
- მოთხოვნილი ნაწილის ობიექტზე ან ადგილზე მიწოდების უზრუნველყოფა;
- საწყობის პერიოდული (მინიმუმ კვარტალში ერთხელ) აღწერა, ფაქტობრივი მონაცემების შედარება ელექტრონულად აღრიცხულ მონაცემებთან;
- აღრიცხვის აქტების მომზადება, გაფორმება და დაარქივება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
- რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).