საწყობის აღრიცხვის თანამშრომელი — Logical Systems Company

Logical Systems Company

საწყობის აღრიცხვის თანამშრომელი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Logical Systems Company აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღრიცხვის თანამშრომლის თანამდებობაზე.

დამსაქმებლის შესახებ: კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დავების კონტროლის, რიგის მართვის და პარკირების სისტემების წარმოება.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის 2

ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ელექტრონული კომპონენტების დახარისხებასა და აღრიცხვაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ელექტრონული კომპონენტების დახარისხება ტიპებისა და მახასიათებლების მიხედვით;
  • კომპონენტების დასახელების, მოდელისა და რაოდენობის აღრიცხვა;
  • მონაცემების სპეციალურ პროგრამაში შეტანა;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპონენტების ტექნიკური მონაცემების მოძიება;
  • საწყობში კომპონენტების მოწესრიგება და შესაბამისი ადგილების მინიჭება;
  • არსებული მონაცემების გადამოწმება და განახლება.

სასურველი უნარები:

  • კომპიუტერტან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • ელექტრონიკისა და ელექტრონული კომპონენტების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო განსაკუთრებით საინტერესო იქნება ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ელექტრონიკა და სურს პრაქტიკაში უკეთ გაეცნოს სხვადასხვა ელექტრონულ კომპონენტს.

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი), ასევე შესაძლებელია შეთანხმება არასრულ სამუშაო გრაფიკზე

ანაზღაურება: 800-1200 ლარი