საწყობის აღმრიცხველ-ოპერატორი- ბათუმი — მარშე

მარშე — ლოგო
მარშე

საწყობის აღმრიცხველ-ოპერატორი- ბათუმი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.

კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღმრიცხველ-ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. ბათუმი (გენერალ ასლან აბაშიძის 18)

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00 მდე.

ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში მიღებული საქონლის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის, დღგ-ს გარეშე თანხისა და დღგ-ს მომწოდებლისა და მიღების საწყობების მიხედვით;
  • მკაცრად გააკონტროლოს პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან, შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს მთავარ ბუღალტერს;
  • მკაცრად გააკონტროლოს სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურაში არსებული მონაცემების სრული შესაბამისობა მიმღების წარმომადგენელ და მის მიერ ასახულ ინფორმაციასთან და ხელმოწერით დაადასტუროს იგი;
  • დროულად და სწორად ასახოს საწყობიდან ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებში საქონლის გადაადგილება.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია პროგრამა "APEX"-ში მუშობის ცოდნა);
  • სასაქონლო ოპერაციების ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.