საწყობის აღმრიცხველ-ოპერატორი — მარშე

მარშე — ლოგო
მარშე

საწყობის აღმრიცხველ-ოპერატორი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.

კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღმრიცხველ-ოპერატორის პოზიციაზე:

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5).

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00 მდე.

ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • საქონლის მოძრაობისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • პირველადი დოკუმენტაციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია პროგრამა "APEX"-ში მუშობის ცოდნა);
  • სასაქონლო ოპერაციების ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ