SAT-ის მათემატიკური და ვერბალური ნაწილის მასწავლებელი
თანამედროვე განათლების აკადემია აცხადებს ვაკანსიას SAT-ის მათემატიკური და ვერბალური ნაწილის მასწავლებლის პოზიციაზე.
მასწავლებლობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
აპლიკანტი უნდა იყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული. ასევე, შეეძლოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 საათი.
კლასები: X, XI.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ.N4.
პირველ ეტაპზე, მოხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განცხადების გადარჩევა;
მეორე ეტაპზე, საბუთების გადარჩევის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები.
მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ იმიტირებულ გაკვეთილს.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.