სასტუმროს ადმინისტრატორი — Hotel Gezi

Hotel Gezi — ლოგო
Hotel Gezi

სასტუმროს ადმინისტრატორი

₾1350 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო „გეზი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გაცილება;
  • ოთახების დაჯავშნის მართვა (Booking, ტელეფონი, ადგილზე სტუმარი);
  • სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და დახმარება;
  • ტელეფონზე ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა;
  • გადახდების მიღება და ანგარიშსწორების კონტროლი;
  • სტუმრების მონაცემების სწორად შეყვანა პროგრამაში ან ჟურნალში;
  • სასტუმროში წესრიგის და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • სტუმრების პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მათი გადაჭრა;
  • ოთახების მდგომარეობის კონტროლი (დასუფთავება, მზადყოფნა);
  • ცვლის დასრულებისას ანგარიშის ჩაბარება ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და სტუმრებთან თავაზიანი დამოკიდებულება;
  • კომპიუტერით მუშაობის საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
  • პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
  • ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.