სასოფლო-სამეურნეო პროექტის დამხმარე უმც.სპეციალისტი/სტაჟიორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს ვაკანსიას სასოფლო-სამეურნეო პროექტის დამხმარე უმცროსი სპეციალისტი/სტაჟიორის თანამდებობაზე.
ორგანიზაცია: მსოფლიო ბანკი.
განცხადების სათაური: სასოფლო-სამეურნეო პროექტის დამხმარე უმცროსი სპეციალისტი.
სამუშაო ადგილი და მგზავრობა: თბილისი, საჭიროებებიდან გამომდინარე პერიოდული მივლინებებით და მგზავრობა საქართველოს რეგიონებში.
განაცხადების მიღების საბოლოო ვადა: 21 სექტემბერი 2026
ძირითადი მიმართულებები:
- მემცენარეობა და ერთწლოვანი კულტურების წარმოება.
- მრავალწლოვანი კულტურების წარმოება და მეხილეობა.
- მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მეცხოველეობა.
- მეფრინველეობა — ქათმის ხორცისა და კვერცხის წარმოება.
- მეთევზეობა და აკვაკულტურა.
- მეფუტკრეობა.
- სურსათის გადამუშავება, პირუტყვის დაკვლა და სასაწყობე მეურნეობები.
პროექტი:
"საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა, სარწყავი სისტემა და მიწის პროექტი" (GRAIL) საქართველოს მთავრობისა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროექტია. მისი მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაუმჯობესება, კლიმატგონივრული დაგეგმარების ხელშეწყობა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.
კონკრეტული დავალება მიზნად ისახავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მხარდაჭერას. სააგენტო ახორციელებს აგროთანადაფინანსების ახალ სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს პირველადი წარმოების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების განვითარებას, ასევე თანამედროვე, ეფექტიანი და კლიმატთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვას.
პროექტის ფარგლებში სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები გაძლიერდება აგრონომიის, მემცენარეობის, სურსათის უვნებლობის, მეცხოველეობის, ღირებულებათა ჯაჭვების განვითარების, საინვესტიციო პროექტების მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებებით.
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება: https://rda.gov.ge/api/media/blob/ad41f98c-c2d9-4804-e7b4-08ded731af3b
ძირითადი მოვალეობები:
- მონიტორინგის გუნდთან შეთანხმებით შერჩეულ ბენეფიციარებთან პერიოდული საველე ვიზიტების განხორციელება მათი საქმიანობის შემოწმების, შედეგების შეფასების, კომპეტენციისა და წარმოების პრაქტიკის შესწავლის მიზნით;
- კრიტიკული ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვება ბენეფიციარებისაგან და სამიზნე ჯგუფებისგან;
- პრობლემებისა და საკვანძო საკითხების შესახებ შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე დასკვნების გაკეთება და რეკომენდაციების შემუშავება;
- ბენეფიციართა დონეზე ხარჯების, შემოსავლების, მომგებიანობის, ფულადი ნაკადებისა და სხვა შესაბამისი მაჩვენებლების შეფასებისთვის საჭირო ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური მონაცემების შეგროვება;
- შეგროვებული ინფორმაციის, მონაცემების და რეკომენდაციების დამუშავება და შესაბამისი ფორმატით პროექტის უფროსი სპეციალისტებისათვის და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
- უფროს კონსულტანტთა მხარდაჭერა კლიმატგონივრული ტექნოლოგიური სახელმძღვანელოებისა და წარმოების კარგი პრაქტიკების შემუშავებაში სოფლის მეურნეობის ისეთ ქვედარგებში როგორიცაა მებაღეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, გადამუშავება და შენახვა, თევზის წარმოება და გადამუშავება, და სასაკლაოს მართვა;
- ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიებისა და საველე ვიზიტების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა სამიზნე აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
- სააგენტოს მხარდაჭერა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების, ექსტენციის მომსახურების მიმწოდებლების, კვლევითი ცენტრებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარებაში;
- ბენეფიციარი ფერმერების მხარდაჭერა კავშირების მოძიებასა და დამყარებაში აგრონომიულ სფეროში მოქმედი ნედლეულისა და საბრუნავი მასალების მიმწოდებლებთან, ისევე როგორც მოსავლის პოტენციურ შემსყიდველებთან;
- უფროსი სპეციალისტების მხარდაჭერა სასწავლო მასალების შემუშავებასა და სამიზნე აუდიტორიისთვის ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებაში;
- ფერმერებთან და მეწარმეებთან თანამშრომლობა პროდუქციის ხარისხისა და მოცულობის, პროდუქტიულობისა და შემოსავლების გაზრდის და კლიმატგონივრული პრაქტიკების დანერგვის მიზნით;
- სხვა მოვალეობები საჭიროებებიდან გამომდინარე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, უნივერსიტეტის დიპლომი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი აგრონომიული, აგრო-სამეცნიერო, ვეტერინარული, სურსათის უვნებლობის, აგრობიზნესის ან რელევანტური განათლებით;
- უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სასურსათო სისტემაში არსებული მთავარი გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ სიღრმისეული ცოდნა;
- რეგიონებში, ფერმებსა და ბაღებში მგზავრობის და მუშაობის სურვილი და შესაძლებლობა;
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel და სხვ.) საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ქართული ენის ცოდნა; ინგლისური ენის საბაზისო-საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.