სასაწყობო ინფრასტრუქტურის უფროსის ასისტენტი
შპს "ორბი ჯგუფი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- სასაწყობე პროცესების კოორდინაცია და ოპერაციების ეფექტიანი მართვა;
- ამწე-დამტვირთველების გამართული და უსაფრთხო ექსპლუატაციის კონტროლი;
- მასალებისა და პროდუქციის მიღების, განთავსებისა და გაცემის პროცესების კონტროლი;
- FIFO/FEFO პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა;
- ძირითადი საშუალებების დაბარკოდების ორგანიზება;
- ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;
- სასაწყობე სივრცეების ორგანიზება და მარაგების სწორი განთავსების კონტროლი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, ინსტრუქტაჟი და დისციპლინის კონტროლი;
- შრომის უსაფრთხოებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვა;
- საჭირო დოკუმენტაციისა და საბაზისო პროგრამული ოპერაციების შესრულება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საწყობში/ლოგისტიკაში კადრების მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (საწყობის უფროსი, მიმართულების მენეჯერი ან ჯგუფის ხელმძღვანელი);
- მარაგების აღრიცხვის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C);
- MS Word-ისა და Excel-ის ცოდნა საშუალო დონეზე;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა (საწყის დონეზე).
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი.