საოპერაციოს ექთნის დამხმარე
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციოს ექთნის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. N3
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00; საჭიროების შემთხვევაში — 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 1000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- საოპერაციოს ექთნის დახმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში;
- საოპერაციო ოთახის მომზადებასა და მოწესრიგებაში მონაწილეობა;
- საჭირო მასალებისა და ინვენტარის მომზადება;
- გამოყენებული ინვენტარისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
- ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
- ექთნისა და საოპერაციო გუნდის მითითებების შესრულება;
- პაციენტის მომსახურების პროცესში დახმარება კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა;
- სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოწესრიგებულობა და დისციპლინირებულობა;
- სწრაფად სწავლისა და მითითებების სწორად შესრულების უნარი;
- სამედიცინო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პერსონალური მონაცემების დაცვა:
ვაკანსიაზე გამოგზავნილი CV და მასში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს.