საოპერაციო ექთანი
კლინიკა "ემბრიონი" რეპროდუქციული ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო ექთნის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარაშვილის ქუჩა N10
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: 2000 ლარი (NET)
ფუნქცია-მოვალეობები:
- IVF პროცედურებისთვის პაციენტების მომზადება;
- ფოლიკულების პუნქციისა და ემბრიოტრანსფერის დროს ექიმის ასისტირება;
- საოპერაციო/პროცედურული ოთახის, ინსტრუმენტებისა და მასალების მომზადება;
- ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაცვა;
- პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი პროცედურის მიმდინარეობისა და შემდგომ პერიოდში;
- ემბრიოლოგიურ ლაბორატორიასთან კოორდინირებული მუშაობა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
- ცენტრის შიდა პროტოკოლებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული საექთნო განათლება;
- მოქმედი საექთნო საქმიანობისთვის შესაბამისი კვალიფიკაცია/სერტიფიკატი;
- საოპერაციო ან გინეკოლოგიური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- IVF/რეპროდუქციული მედიცინის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ასეპტიკისა და ანტისეპტიკის პრინციპების ცოდნა;
- სამედიცინო ინსტრუმენტებთან და აღჭურვილობასთან მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- გუნდური მუშაობისა და ექიმებთან/ემბრიოლოგებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პაციენტებთან კომუნიკაციისა და კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეს გადარჩევა
- ინდივიდუალური გასაუბრება