დამლაგებელი — მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი

მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი

დამლაგებელი

₾1100 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
შპს "მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი"
აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

მისამართი: ქ.თბილისი, პ.ქავთარაძის N46
ტელეფონი: 032 2 302 287
ელ.ფოსტა:

პოზიციის მოკლე აღწერილობა:

** დამლაგებელი უზრუნველყოფს კომპანიის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვას
** დამლაგებელი ექვემდებარება სამეურნეო განყოფილების უფროსს და ყველა მის ზემდგომ თანამდებობის პირს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.
** გადაწყვეტილებას მისი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იღებს კომპანიის დირექტორი.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამლაგებლის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უნდა იყოს მოწესრიგებული, ენერგიული და პასუხისმგებლობიანი.

სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00-მდე

შესრულებული სამუშაოსთვის დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება, რომლის ოდენობაც შეადგენს თვეში 1 100 ლარს, რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

ხელშეკრულება დაიდება გამოსაცდელი ვადით, რაც შეადგენს 2 თვეს.
დამსაქმებელი დამატებით უზრუნველყოფს დასაქმებულს ჯანმრთელობის დაზღვევით შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.