სამუშაოთა მწარმოებელი- ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი — ართვინ ჯორჯია

ართვინ ჯორჯია

სამუშაოთა მწარმოებელი- ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ართვინ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას: სამუშაოთა მწარმოებელი სამშენებლო კომპანიაში

ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა, რაც გულისხმობს ხელმძღვანელ პირებთან ერთად პროექტის სამუშაო გეგმის შემუშავებას, მიმდინარე სამუშაოების კალენდარული გეგმის შემუშავებას, სამუშაო რესურსების განაწილებისა და გამოყენების გეგმის შემუშავებას, დაქვემდებარებული პირებისათვის სამუშაო გეგმის გაცნობას;
  • სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიღება და კონტროლი, კერძოდ, სამუშაოების მიმდინარეობის უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლი, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ჯეროვანი, დროული გამოყენებისა და დაქვემდებარებულ პერსონალზე დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად და დროულად შესრულების კონტროლი;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა- კონტროლი;
  • სამუშაოების განხორციელება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;
  • სამუშაოების წარმოებისას სხვადასხვა აქტების მომზადება (ფორმა 2, ფორმა 3, ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოების წარმოების ჟურნალი და სხვა);
  • პროექტის ფარგლებში საჭირო ცვლილებების უწყისების (ვარიაცია) მომზადება საჭიროების შემთხვევაში.

აუცილებელი მოთხოვნებია:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო სექტორში);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
  • საპროექტო ნახაზების სწორად წაკითხვის უნარი;
  • სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობიანი;
  • დისციპლინირებული;
  • პუნქტუალური.
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო განრიგი: სრული

ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად

ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა

კადრების მოძიება მიმდინარეობს შემდეგი ლოკაციებისთვის: ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი