სამუშაოთა მწარმოებელი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის/პრარაბის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიურ მართვას, კოორდინაციასა და შესრულების კონტროლს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (ლისი, 112-ის მიმდებარედ)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი)
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და კოორდინაცია;
- სამუშაო პროცესის ზედამხედველობა პროექტისა და გრაფიკის შესაბამისად;
- სამშენებლო ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
- სამშენებლო მასალების მიღების, გამოყენებისა და ხარჯვის მონიტორინგი;
- სამუშაოს შესრულების პროცესში სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი;
- ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სამუშაო ჟურნალებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
- პროექტის ხელმძღვანელთან, მთავარ ინჟინერთან და ტექნიკურ პერსონალთან ყოველდღიური კოორდინაცია;
- სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა;
- ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობების, ბრიგადების შესრულებისა და მასალების ხარჯვის აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ტექნოლოგიებისა და მასალების კარგი ცოდნა;
- სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
- სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ლიდერული უნარები და გუნდის მართვის შესაძლებლობა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
- პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- საინტერესო და მასშტაბურ სამშენებლო პროექტებზე მუშაობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.