სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი/პრარაბი
ჰაბმშენი აცხადებს სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) ვაკანსიას.
კომპანიის შესახებ
"ჰაბმშენი" არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის მთავარ საქმიანობას თბილისსა და ქალაქის შემოგარენში, საკუთარი სახლების მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის მიზანია შეუქმნას ადამიანებს კომფორტული გარემო უკეთ ცხოვრების, მუშაობისა და დასვენებისთვის. "ჰაბმშენი" უკვე 5 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: http://www.hubmsheni.com/
სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) სამუშაოს აღწერა:
- სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება
- ბრიგადებთან კომუნიკაცია და მართვა
- პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარება და მათში მონაწილეობის მიღება
- საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე
- კომუნიკაცია არქიტექტორთან და კონსტრუქტორთან
- საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობაზე მისულ კლიენტებთან კომუნიკაცია და დირექტორის ჩართვა პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში
- შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი დამფუძნებელთან და დირექტორთან
- კომპანიაში დანერგილი საინფორმაციო სისტემების გამოყენება
- ობიექტებზე მარაგების აღრიცხვა და ყოველი სამშენებლო ეტაპის დასრულების შემდეგ ინვენტარიზაციის ჩატარება.
- დირექტორთან და დამფუძნებელთან ერთად პროექტის დაგეგმვა და შემდგომ მართვა
განათლება:
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით.
გამოცდილება:
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში და აქვთ Archicad-თან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი
- თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Microsoft Office პროგრამები, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
- სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ენები: რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სხვა მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი
სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების ლოკაციაზე)
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე