სამშენებლო საკითხების მენეჯერი
კომპანია "სიმეტრია" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საკითხების მენეჯერის პოზიციაზე.
"სიმეტრია" არის ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია, რომლის მისიაც ფასეული უძრავი ქონების განვითარების კულტურის შექმნაა. კომპანიის განხორციელებული პროექტებია სიმეტრია ჯიქია, სიმეტრია პარკი, სიმეტრია ლისზე, Holiday Inn Express Tbilisi და სხვა.
ძირითადი ფუნქციები:
- პროექტის გეგმა-გრაფიკის შემუშავება, მიმდინარე მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
- პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და შესრულების ვადების კონტროლი;
- საპროექტო კომპანიებთან ურთიერთობის სრული ციკლის მართვა (ტექნიკური დავალების დამუშავების უზრუნველყოფა, კოორდინაცია და პროცესის მონიტორინგი);
- ობიექტის სამშენებლო ამოცანების მართვა და შიდა გუნდში კოორდინაცია;
- კონტრაქტორებისა და მომწოდებლების შერჩევისა და მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა;
- სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
- კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ვადების, ხარისხის და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან კოორდინაციით;
- პროექტის მიმდინარეობისას საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებების, შედარების და ანალიზის მართვა;
- საპროექტო, ტექნიკური და სახელშეკრულებო დოკუმენტაციის (მათ შორის ნახაზები, სამუშაოების აქტები, As-Built ვერსიები) არქივაცია;
- საჭირო ნებართვების, თანხმობებისა და შეთანხმებების დროულად მოპოვების პროცესის კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო და მარეგულირებელ ორგანოებთან;
- პროექტის/ობიექტის მენეჯერების, ტექნიკური ზედამხედველებისა და პროექტში ჩართული ტექნიკური პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია;
- პროექტთან დაკავშირებული რისკების და პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და მართვა;
- პროექტის ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
- შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა, ხარვეზების სიის წარმოება და ობიექტის საბოლოო ჩაბარების კოორდინაცია;
- ამოცანების მართვის პლატფორმაში ამოცანების რეგისტრაცია, სტატუსების განახლება და პროცესის მონიტორინგი;
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში, აქედან მინიმუმ 2 წელი მართვის პოზიციაზე;
- არქიტექტურულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
სამუშაო პირობები:
- სახელფასო რეინჯი: 3500 - 4500 ლარი (NET); გამონაკლის შემთხვევებში ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად.
- სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
- სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70ბ
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://www.simetria.ge/