სამშენებლო ობიექტების ზედამხედველი — CMG

CMG

სამშენებლო ობიექტების ზედამხედველი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

CMG აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტების ზედამხედველის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, სამშენებლო ობიექტები

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: 4000-5000 განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

პოზიციის შესახებ

პოზიცია გულისხმობს სამშენებლო პროცესის სრულ ტექნიკურ ზედამხედველობას - სამუშაოების პროექტთან, მოქმედ ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის, ხარისხისა და ვადების კონტროლს. ასევე კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების კოორდინაციას, დეფექტების გამოვლენასა და აღმოფხვრის მონიტორინგს, შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირებასა და ობიექტის ჩაბარების პროცესის მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი პროექტის დოკუმენტაციასთან, ნორმებთან და სტანდარტებთან;
  • ფარული სამუშაოების მიღება და აქტების გაფორმება;
  • ობიექტზე დეფექტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის კონტროლი;
  • ლაბორატორიული დასკვნების მიღება-კონტროლი;
  • შემსრულებლების მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოების მოცულობების (ფორმა 2) შემოწმება და ვიზირება;
  • გენერალური კონტრაქტორისა და ქვეკონტრქტორების საქმიანობის კოორდინაცია;
  • კვირეული/თვიური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;
  • რამდენიმე დანიშნულების ობიექტის (საცხოვრებელი + კომერციული) ერთდროული ზედამხედველობა;
  • ობიექტებს შორის პრიორიტეტების განაწილება და რისკების მართვა;
  • ზედმიწევნით დაიცვას და შეასრულოს დასაქმებულის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, დამსაქმებლის შიდა ინსტრუქციები, დამსაქმებლის კორპორატიული სახელმძღვანელო და კორპორატიული ქცევის ნორმები, დამსაქმებლის სხვა შიდანორმატიული დოკუმენტები ან/და ხელმძღვანელის ზეპირი თუ წერილობითი (მათ შორის ელექტრონული ფორმით განხორციელებული) მითითებ(ებ)ი;
  • სისტემატურად ადევნოს თვალყური და დეტალურად გაეცნოს დამსაქმებლის შესაბამის შიდანორმატიულ დოკუმენტებს ან/და ცვლილებებს ამ დოკუმენტებში, საქმის კურსში იყოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეების თაობაზე;
  • ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობ(ებ)ის სრულყოფილად შესრულების მიზნით, შეასრულოს ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებები;
  • გაუფრთხილდეს დამსაქმებლის მატერიალურ ფასეულობებს (ნაღდი ფული, ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაწარმი, მკაცრი აღრიცხვის ბლანკები, დამსაქმებლის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონება და ა.შ.) და იკისროს სრული მატერიალური პასუხისმგებლობა კომპანიისთვის ზიანის/ზარალის მიყენების შემთხვევაში, რაც გულისხმობს, მაგრამ არ შემოიფარგლება, დამსაქმებლის კუთვნილი მატერიალური ან/და არამატერიალური ქონების გაუფრთხილებლობით ან განზრახ დაზიანებით/დაკარგვით ან/და განადგურებით. (იმ დასაქმებულის შემთხვევაში, რომელიც მატერიალურად პასუხისმგებელი პირია).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, არქიტექტურის ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაში;
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება, სასურველია ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით;
  • საპროექტო და სამუშაო ნახაზების თავისუფლად წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
  • ფარული სამუშაოების მიღებისა და შესაბამისი აქტების გაფორმების გამოცდილება;
  • ლაბორატორიული დასკვნებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზის უნარი;
  • ერთდროულად რამდენიმე ობიექტის მართვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და რისკების შეფასების უნარი;
  • MS Office-ის ცოდნა; AutoCAD-ისა და სხვა ტექნიკური პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ