სამშენებლო პროექტის მენეჯერი — Greenbuild

Greenbuild — ლოგო
Greenbuild

სამშენებლო პროექტის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დეველოპერული კომპანია "გრინბილდი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვ.;
  • ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი;
  • კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია;
  • გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი დადოკუმენტირება;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება;
  • მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
  • სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
  • აუცილებელია მრავალსართულიანი სამშენებლო პროექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.

საჭირო უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი.