სამშენებლო პროექტების ზედამხედველი/კოორდინატორი
კომპანია "ევრო პანელ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ზედამხედველი/კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ხელფასი: 1500 ლარიდან გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + პროექტზე მიბმული საბონუსე სისტემა
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტების მონიტორინგი;
- თანამშრომლების (ხელოსნების) გამოცხადების გრაფიკის კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოს აზომვითი ნახაზების წარმოება, აღწერა და ხარისხის კონტროლი;
- სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის კონტროლი;
- რეპორტინგის წარმოება
სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით მინიმუმ 1 წელი;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office, განსაკუთრებით Excel);
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ციფრებთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.
პერსონალური უნარები:
- დისციპლინირებული;
- პასუხისმგებლობიანი;
- თანმიმდევრული;
- საქმისადმი ერთგული;
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული.