სამშენებლო პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორი — ევროპანელ გრუპი

ევროპანელ გრუპი

სამშენებლო პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორი

₾1500 აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "ევრო პანელ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორის პოზიციაზე.

https://panels.ge/
https://www.facebook.com/europanels.ge

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ხელფასი: 1500 ლარიდან გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + პროექტზე მიბმული საბონუსე სისტება

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების მიხედვით ყოველდღიური რეპორტების წარმოება და ფაქტობრივი მონაცემების დაფიქსირება;
** თანამშრომლების (ხელოსნების) გამოცხადების გრაფიკის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური აღწერა;
** სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის კონტროლი;
** ქვეკონტრაქტორების მოძიება და კომუნიკაცია;
** ხარისხის კონტროლის რეპორტების გაცნობა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება;
** მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის მომზადება;
** აზომვითი ნახაზების წარმოება;
** პროექტირების ეტაპზე ჩართულობა;
** ხარჯთაღრიცხვების დამუშავებაში მონაწილეობა;
** არაგეგმიური ტექნიკური საკითხების რეპორტინგი და გამოსავლის შემოთავაზება;
** ობიექტზე არსებული სამუშაოების გაწერილ ვადებში შესრულება;
** ობიექტზე სამუშაო ხარისხის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს ყოველთვიური აღწერა და შესაბამისი დოკუმენტების მოწესრიგება;
** ობიექტზე დამატებითი ან გეგმისგან განსხვავებული სამუშაოს შესრულების შემთხვევაში ინფორმირება;

სავალდებულო მოთხოვნები:

** გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით მინიმუმ 1 წელი;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office, განსაკუთრებით Excel);
** სასურველია 1ც-ში მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ციფრებთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.

პერსონალური უნარები:

** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლიანი;
** თანმიმდევრული;
** საქმისადმი ერთგული;
** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული.