სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერი — ბლოქსი

ბლოქსი — ლოგო
ბლოქსი

სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" აცხადებს სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერის ვაკანსიას საცხოვრებელი კორპუსების პროექტების მართვის მიმართულებით. ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროექტის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესის წარმართვა; ** პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, განახლება და მონიტორინგი; ** პროექტის ბიუჯეტის მართვა; ** ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდარულ გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა; ** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან; ** სატენდერო პროცედურების მართვა/მონიტორინგი; ** დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა; ** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა; ** სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა; ** გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება და მართვა; ** საპროექტო ფაზის შესრულებაზე კონტრაქტორებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება; ** პროექტის მიღება - ჩაბარების პროცესის მართვა; ** სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების (რეპორტების) მომზადება. ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული უნარები: ** უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; ** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით, მათ შორის პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** პროგრამების ცოდნა (Archicad, Autocad); ** პროგრამის ცოდნა (Microsoft Project); ** უცხო ენის ცოდნა სასურველია (ინგლისური); ** პროექტის მართვის ცოდნა და უნარი; ** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი; ** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი; ** გუნდის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ