სამშენებლო პროექტების მენეჯერი
კომპანია "რებილდი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - სამშენებლო პროექტების მენეჯერს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტის ზედამხედველობა;
- მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
- პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
- პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
- პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
- სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
- გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
- დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
- ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
- საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროექტის რისკების კონტროლი;
- ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
- რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);
- პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის მიმართულებით;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- სამშენებლო პროექტების მართვის პრინციპების ცოდნა და მართვის გამოცდილება;
- დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (მათ შორის MS PROJECT);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას.
პირობები:
- სამუშაო საათები: 10:00-18:00
- სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი.
- ოფისის მისამართია - კოტე მახარაძის 4, ხოლო ობიექტები მდებარეობს რეგიონებში.