სამშენებლო ობიექტის ზედამხედველი- რუსთავი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ზედამხედველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები) გაზრდის პერსპექტივით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტების მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად;
- პროექტების ინიცირების, დაგეგმვის, შესრულების, მონიტორინგისა და დახურვის პროცესების სრული მართვა;
- პროექტების მიმდინარეობის მუდმივი მონიტორინგი სახელშეკრულებო კომპონენტებთან მიმართებაში;
- შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული აქტივობების ინიცირება;
- შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტსა და დამკვეთებთან;
- პროექტების მართვის სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავება/დანერგვა;
- დოკუმენტაციის მართვის სისტემის განვითარება;
- გამოყენებული მასალებისა და ტექნოლოგიური პროცესების შესაბამისობის შეფასება (დოკუმენტაციის, სერტიფიკატებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით);
- ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი (სასურველია საინჟინრო, ეკონომიკური ან მართვის მიმართულებით);
- გამოცდილება: სამშენებლო სფეროში მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო პროცესების, შესაბამისი დოკუმენტაციისა და სამართლებრივი მოთხოვნების სიღრმისეული ცოდნა;
- პროგრამული უნარები: სტანდარტული საოფისე პროგრამები, AutoCAD, MS Project / Project Management Software, Archicad / Revit.
შერჩევის ეტაპი:
- რეზიუმეს გადარჩევა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან;
- გასაუბრება.