სამშენებლო ობიექტის ტექნიკური თანამშრომელი
Gold`s Key აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამშენებლო ობიექტის ტექნიკური თანამშრომელი.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და პრაქტიკული უნარების მქონე ადამიანს სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე სამუშაოდ.
ძირითადი მოვალეობები:
- მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- მოაჯირების და სხვა ელემენტების შეღებვა;
- კაფელ-მეტლახის დაფუგვა;
- შპაკლისა და წებოცემენტის მიქსერით მომზადება;
- წვრილმანი სარემონტო მასალების შეძენა, ტრანსპორტირება და ობიექტზე განაწილება;
- ხელოსნებისთვის სამუშაო პროცესში დახმარება;
- ობიექტზე სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
- სხვადასხვა მიმდინარე ტექნიკური და დამხმარე სამუშაოების შესრულება.
მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა — აუცილებელია;
- ავტომობილის მართვის კარგი პრაქტიკული გამოცდილება;
- პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული დამოკიდებულება;
- პუნქტუალურობა;
- ფიზიკური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;
- სამშენებლო-სარემონტო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სხვადასხვა პრაქტიკული სამუშაოს შესრულების უნარი.
სამუშაოს ფარგლებში გადმოგეცემათ 2026 წლის Chevrolet-ის ჯიპის ავტომობილი, ავტომატური გადაცემათა კოლოფით.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევამდე: 09:00-18:00 ; შაბათს: 10:00-14:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, მელიტონ ქანთარიას N1 (ნუცუბიძის IV მ/რ)
ანაზღაურება: 1500 ლ.
თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, აქტიური და პრაქტიკული ადამიანი, რომელსაც შეუძლია როგორც ობიექტზე მუშაობა, ისე ავტომობილით მასალებისა და საჭირო ნივთების გადაადგილება, დაგვიკავშირდი.
Cv წარმოდგენის ვადა 20 ოქტომბერი.