სამშენებლო ობიექტის სუპერვაიზერი
კომპანია "ლოკო ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის სუპერვაიზერის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს მულტიფუნქციური სივრცის სარემონტო/სამშენებლო საქმიანობის შესრულებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტის მენეჯმენტი, ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა და კონტრაქტორების უშუალო ზედამხედველობა;
- დღიური პროგრესის დოკუმენტაცია, ფოტო და ტექსტური ანგარიშების მომზადება და დირექტორისთვის დროული მიწოდება;
- ხარჯთაღრიცხვის და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
- ფორმა №2-ის შედგენა და დამუშავება;
- ლოჯისტიკის ორგანიზება, მასალების მიწოდების მართვა და პრობლემების დროული გადაწყვეტა;
- ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია, სამუშაოს განაწილება, პროცესის კონტროლი და შესრულებული ეტაპების ჩაბარება.
პროფესიული უნარები:
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო ობიექტის ზედამხედველის პოზიციაზე;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ნახაზებისა და ხარჯთაღრიხვების წაკითხვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის N84
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 19:00
- სამუშაო ენა: რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა
- სახელფასო რეინჯი: 2800 - 3000 ლარი