სამშენებლო ობიექტის პროექტის მენეჯერი
სამშენებლო კომპანია "ბკ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და დასრულების პროცესის ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია დადგენილი მიზნების, ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად;
- პროექტის განხორციელების გეგმისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება, პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი;
- პროექტის ბიუჯეტის მართვა, ხარჯების კონტროლი და დამტკიცებულ ფინანსურ გეგმასთან შესაბამისობის მონიტორინგი;
- პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დადგენილ კალენდარულ გრაფიკში შესრულების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა;
- პროექტში ჩართულ მხარეებთან, მათ შორის კონტრაქტორებთან, დამპროექტებლებთან, მომწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- სატენდერო პროცედურების ორგანიზება, მართვა და მონიტორინგი, შესაბამისი კონტრაქტორებისა და მომსახურების მიმწოდებლების შერჩევის პროცესის კოორდინაცია;
- დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრებისა და სხვა სპეციალისტების) მიერ შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა, კოორდინაცია და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
- პროექტის თითოეული მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა, სამუშაოების დაგეგმვა და მათი შესრულებისთვის საჭირო ვადების დადგენა;
- სამშენებლო პროექტის მიმდინარეობის ზედამხედველობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობებისა და დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მონიტორინგი.
- საპროექტო დოკუმენტაციის, გეგმების, ნახაზებისა და სამუშაოთა მოცულობების გადამოწმება, კოორდინაცია და მართვა;
- საპროექტო ფაზის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონტრაქტორებთან, დამპროექტებლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება;
- პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ტექნიკური, საორგანიზაციო და სხვა სახის საკითხების იდენტიფიცირება, შესაბამის პირებთან კოორდინაცია და მათი გადაწყვეტის პროცესის მონიტორინგი;
- სამშენებლო სამუშაოების დასრულების, ობიექტის მომზადებისა და პროექტის მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა და კოორდინაცია;
- პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ანგარიშების, მათ შორის შესრულებული სამუშაოების, ვადების, ბიუჯეტისა და არსებული საკითხების შესახებ ანგარიშგებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, პროექტების მართვის ან შესაბამის სფეროში;
- სამშენებლო პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სამშენებლო პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და დასრულების პროცესების მართვის გამოცდილება;
- სამშენებლო დოკუმენტაციის, საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
- ბიუჯეტის, კალენდარული გრაფიკისა და პროექტის რესურსების მართვის გამოცდილება;
- კონტრაქტორებთან, დამპროექტებლებთან, მომწოდებლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
- სატენდერო პროცედურებისა და შესყიდვების პროცესის ცოდნა;
- სამშენებლო ნორმებისა და მოქმედი რეგულაციების ცოდნა;
- MS Office-ის, მათ შორის Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
- პროექტების მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია MS Project, Archicad, Autocad ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა).