სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი
პოზიციის დასახელება - სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი
სტრუქტურული ერთეული - ტექნიკური სამსახური
უშუალო ხელმძღვანელი - ტექნიკური სამსახურის უფროსი
დაქვემდებარებული პოზიციები - N/A
მინიმალური სამუშო გამოცდილება - 3 წელი
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტების მიხედვით მოცულობების დათვლა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი;
- პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა საქართველოში დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- სამუშაოებისა და მასალების საბაზრო ფასების კვლევა, განფასებების მომზადება და ოპტიმიზაცია;
- სატენდერო პაკეტის მომზადება, მიღებული წინადადებების შედარებითი ანალიზი და შეფასება;
- განფასებების ანალიზი და ფინანსური დასკვნების მომზადება;
- მიმდინარე დანახარჯების კონტროლი, ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის მონიტორინგი და ანალიზი;
- შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მომზადება, ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება, შეკრება და შესაბამის შესრულების აქტში ასახვა;
- შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მიხედვით ჩამოწერის აქტის (ფორმა №29) მომზადება;
- მშენებლობის პროცესში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო ხარჯების შედარება საბიუჯეტო ხარჯებთან;
- ცვლილებების ხარჯთაღრიცხვის მომზადება და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;
- პროექტის ფინანსური რისკების ანალიზი, იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
- ტექნიკურ, არქიტექტურულ და საინჟინრო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური/ფინანსური და/ან სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა;
- სატენდერო პროცესებში მონაწილეობის პრაქტიკული გამოცდილება;
- AutoCad/ Revit პროგრამების პრაქტიკული და ფუნქციური ცოდნა;
- MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- MS Excel-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.