სამეურნეო სამსახურის უფროსი
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმოო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიციური პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (კვირაში 5 დღე)
სამუშაო დრო: 09:00-18:00
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი
სამეურნეო სამსახურის უფროსი არის ორგანიზაციის, დაწესებულების ან საწარმოს მენეჯმენტის წევრი, რომელიც ხელმძღვანელობს შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ინვენტარის აღრიცხვას, სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ეს პოზიცია უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური სამეურნეო და ლოგისტიკური პროცესების გამართულ მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
- ხელმძღვანელობს კომპანიის/საწარმოს სამეურნეო საქმიანობას;
- ხელმძღვანელობს და მონიტორინგს უწევს კომპანიის ტექნიკური პერსონალის საქმიანობას;
- კომპანიის თანამშრომლებს ამარაგებს საკანცელარიო და სამეურნეო ნივთებით;
- ახორციელებს საწარმოო შენობების, საოფისე ოთახების, ტექნიკური კაბინეტების, ასევე სხვა ქონების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს;
- ხელმძღვანელობს და აკონტროლებს საწარმოო ტერიტორიის დასუფთავების, კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს;
- უზრუნველყოფს მრიცხველების გამართულ მუშაობას და ადგენს ყოველთვიურ ანგარიშს კომუნალური ხარჯების შესახებ.
- უზრუნველყოფს კომპანიის ქონების საინვენტარო აღრიცხვას, მონაწილეობას იღებს საწარმოო ქონების ინვენტარიზაციაში და აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას;
- უზრუნველყოფს მატერიალური რესურსის საჭიროებების დადგენას;
- კოორდინირებას უწევს კომპანიის მიერ შესყიდული მატერიალური რესურსის დანიშნულების ადგილამდე მიტანას და დასაწყობებას;
- უზრუნველყოფს კომუნიკაციებისა და ინვენტარის მიმდინარე ან კაპიტალური შეკეთების ორგანიზებას;
- იცავს დამსაქმებლის მიერ დადგენილი შრომის, ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო თუ სხვა უსაფრთხოების წესებს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მატერიალური რესურსების მართვის მიმართულებით;
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel) ცოდნა.