სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი
ქართული ელექტროკაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი-ის პოზიციაზე.
ქარხანა მდებარეობს თბილისში, აეროპორტის მიმდებარედ, 31,500 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომით, უახლესი აღჭურვილობითა და ევროპული სტანდარტების პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა მაღალი ზრდის ტემპი ბოლო 9 წლის განმავლობაში და კომპანიის მიერ ქვეყანაში წამყვანი პოზიციის დაკავება.
კომპანიის მთავარი ღირებულება მისი თანამშრომლებია, ხოლო კორპორატიული კულტურა მთლიანად ამ ღირებულებაზეა დაფუძნებული: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდური მუშაობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ გუნდის წევრთან ურთიერთობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: სრული
რას გთავაზობთ?
- ტრანსპორტირებას ზედა სამგორის მეტროდან საწარმომდე და უკან;
- კვებას;
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა 100%-ით კომპანიის ხარჯზე (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ);
- კონკურენტულ ანაზრაურებას.
ძირითადი მოვალეობები:
- საჭიროების შემთხვევაში, მიმდინარე სარემონტო და შესაკეთებელი სამუშაოების პროცესში ჩართულობა და დახმარება;
- ადმინისტრაციის დეპარტამენტის სრული მხარდაჭერა სხვადასხვა ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით;
- კომპანიის პროექტებთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო საკითხში ხელმძღვანელის მხარდაჭერა;
- საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ინვენტარის, ტექნიკური აღჭურვილობის, ელ. მომარაგების, წყალმომარაგებისა და სხვა დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთების პროცესში ჩართულობა;
- საჭიროების შემთხვევაში სიმაღლეზე სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულება, კომპანიის შიდა რეგულაციებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამეურნეო/საოფისე ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით სპეციალისტის პოზიციაზე გამოცდილება;
- ელექტროგაყვანილობის ცოდნა;
- კუთხსახეხის გამოყენების უნარი (სასურველია);
- ელექტრორკალური შედუღების აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი (სტრესულ ან ფორსმაჟორულ სიტუაციებში ორიენტაციის უნარი);
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.
Elvare გისურვებთ წარმატებას!