სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელი — AUTOPAPA

AUTOPAPA — ლოგო
AUTOPAPA

სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი რუსთავი · ადგილზე სრული განაკვეთი

AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე

ჩვენ გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00;
  • ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
  • ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი;

ძირითადი მოვალეობები:

  • სამეურნეო დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია, თანამშრომლებისთვის დავალებების განაწილება და მათი დროული შესრულების კონტროლი;
  • ავტობაზრობის ტერიტორიაზე დასუფთავების, კეთილმოწყობის, მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების ორგანიზება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
  • ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობებისა და ტექნიკური სისტემების გამართულობის, სისუფთავისა და პრეზენტაბელური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი;
  • ტექნიკური პრობლემებისა და საჭიროებების დროული გამოვლენა, შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და მათი აღმოფხვრის პროცესის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების, არსებული პრობლემებისა და გამოყენებული რესურსების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და დირექტორისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, მენეჯმენტის სპეციალობით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა