სამეთვალყურეო საბჭოს წევრი — საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს ვაკანსიას: სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 20 ნოემბერი

ორგანიზაციის შესახებ

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში არსებული კომპანია, რომელიც წარმოადგენს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთ ოპერატორს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს ღია კონკურსს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად.

ძირითადი საკონკურსო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების, ენერგეტიკის, სამართლის ან მომიჯნავე დარგში.

სამუშაო გამოცდილება:

  • არანაკლებ 10-წლიანი საერთო სამუშაო გამოცდილება. მათ შორის, არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
  • ენების ცოდნა: ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.
  • სასურველია: კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი სავალდებულო მოთხოვნები:

  • კორპორაციული ფინანსების სიღრმისეული ცოდნა.
  • კორპორაციული მართვის გამოცდილება.
  • ბიზნეს-სტრატეგიის შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვები (ინტერესთა კონფლიქტი)

კანდიდატი არ დაიშვება კონკურსზე, თუ იგი:

  • იკავებს ან განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში ეჭირა სახელმწიფო-პოლიტიკური ან პოლიტიკური თანამდებობა.
  • იმავდროულად არის როგორც წარმოების/მიწოდების საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოს, ისე გადამცემი სისტემის ოპერატორის/ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს, მმართველი საბჭოს ან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი.
  • აქვს რაიმე სახის მატერიალური ვალდებულება სსე-ს აქციონერის ან ხელმძღვანელი პირების მიმართ.
  • სსე-სგან იღებს რაიმე სახის თანხას/ფინანსურ სარგებელს.
  • აქვს ნათესაური კავშირი სსე-ს ხელმძღვანელებთან ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან.
  • აქვს რაიმე სახის ურთიერთობა სსე-სთან, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის დამოუკიდებლობაზე.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • განახლებული რეზიუმე (CV)
  • სამოტივაციო წერილი (სურვილის შემთხვევაში)

განაცხადების გადარჩევის შემდეგ, შერჩეულმა კანდიდატმა გასაუბრებაზე გასვლამდე კომისიის სამდივნოს უნდა წარუდგინოს განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე.

შეფასების ეტაპზე:

საკონკურსო პროცედურა შედგება 2 ეტაპისგან: შემოსული განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. საკონკურსო კომისია აფასებს კანდიდატის განათლებას, ცოდნას (კვალიფიკაციას), ინგლისური ენის ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას, მოტივაციას, საბჭოს წევრობასთან შესაბამისობას.

კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე, ამასთანავე კომისია უფლებამოსილია კანდიდატი შეაფასოს ქულათა სისტემის მეშვეობით.

განაცხადის წარდგენის წესი

2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. წერილის თემის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - [თქვენი სახელი და გვარი]".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ