სამაცივრე საწყობის მენეჯერი - რუსთავი — ჯიბე ქეშ & ქერი

ჯიბე ქეშ & ქერი — ლოგო
ჯიბე ქეშ & ქერი

სამაცივრე საწყობის მენეჯერი - რუსთავი

₾1300 ახალი რუსთავი · ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", რუსთავის ახალ ფილიალში აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელისაქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი , შარტავას #3/ ქ. რუსთავი, თოდრიის #11
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 1300ლ
ფუნქცია-მოვალეობები:
  •  სამაცივრე კონტეინერსა და დარბაზში არსებულ მაცივრებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი მონიტორინგი, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  •  პროდუქციის ვადების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის საწყობის მენეჯერისათვის;
  •  სამაცივრე პროდუქციის მიღების პროცესში მონაწილეობა: პროდუქციის მითვლა, ზედნადებისა და რეალური პროდუქციის შედარება, შეუსაბამობის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
  •  სავაჭრო დარბაზში არსებული მაცივრების დროული შევსება შესაბამისი პროდუქციით;
  •  სამაცივრე პროდუქციის შეკვეთის პროცესში მონაწილეობა.