საკვირაო სკოლის კოორდინატორი- ბათუმი — აზროვნების აკადემია

აზროვნების აკადემია — ლოგო
აზროვნების აკადემია

საკვირაო სკოლის კოორდინატორი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აზროვნების აკადემიის ბათუმის საკვირაო სკოლის კოორდინატორის ვაკანსია.

აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლა აერთიანებს შემეცნებით, შემოქმედებით და გასართობ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოზარდების კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.

აზროვნების აკადემია აცხადებს კონკურსს ბათუმის საკვირაო სკოლის კოორდინატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასწავლო-განმავითარებელი შეხვედრების ორგანიზება და ადმინისტრირება, კალენდრის მიხედვით სივრცის მომზადება აკადემიის სტანდარტების შესაბამისად;
  • კურსის დაწყებამდე საჭირო მასალების ორგანიზება და რესურსების მობილიზება პედაგოგის მითითებით;
  • მონაწილეთა დასწრების აღრიცხვა და პედაგოგისთვის/მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • მშობლებთან კომუნიკაცია, ფიზიკურ გარემოში მათი ინფორმირება და საჭიროებისამებრ პედაგოგთან გადამისამართება;
  • ინციდენტების ან დამატებითი საჭიროებების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • მონაცემებისა და ანგარიშების დროული შევსება და კონტროლი;
  • უკუკავშირის მიღება მონაწილეებისგან და რეკომენდაციების შემუშავება სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის მხარდაჭერა და კვირის შემაჯამებელ შეხვედრებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, განათლების ან მენეჯმენტის მიმართულებით. განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად.
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

კომპეტენციები და უნარები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მრავალფეროვანი ამოცანების ერთდროულად შესრულების უნარი;
  • ლოგისტიკური პროცესების და ღონისძიებების კოორდინაციის გამოცდილება;
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • მშობლებთან, ბავშვებთან, პედაგოგებთან და სხვა კოლეგებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • კონფლიქტური სიტუაციების მშვიდად და სწრაფად მოგვარების უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office, Google Suite და სხვა) ცოდნა;
  • მონაცემების ადმინისტრირების პლატფორმების გამოყენების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, სასტუმრო ჰილტონი.
  • სამუშაო გრაფიკი: შაბათ-კვირა 10:00-დან - 17:00 საათამდე.
  • ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

31 აგვისტო, 2026 წ.