საკონდიტროს შეფ დე პარტი — იაკობის ეზო

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
იაკობის ეზო

საკონდიტროს შეფ დე პარტი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს შეფ დე პარტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • მართოს მის დაქვემდებარებაში არსებული სამზარეულოს სექცია.
  • უზრუნველყოს კერძების დროული, ხარისხიანი და სტანდარტების შესაბამისი მომზადება.
  • აკონტროლოს კერძების გემო, ვიზუალი, პორციონირება და ტემპერატურა.
  • დაგეგმოს და ორგანიზება გაუწიოს სექციის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.
  • გადაანაწილოს მოვალეობები კომი შეფებსა და დემი შეფებს შორის.
  • უზრუნველყოს ახალი თანამშრომლების სწავლება, ადაპტაცია და პროფესიული განვითარება.
  • აკონტროლოს ნედლეულის ხარისხი, რაოდენობა და შენახვის პირობები.
  • უზრუნველყოს FIFO (First In, First Out) და FEFO (First Expired, First Out) პრინციპების დაცვა.
  • აკონტროლოს პროდუქციის დანაკარგები და უზრუნველყოს ნედლეულის ეფექტური გამოყენება.
  • მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში და მარაგების კონტროლში.
  • დროულად აცნობოს ხელმძღვანელს პროდუქციის დეფიციტის ან ტექნიკური გაუმართაობის შესახებ.
  • დაიცვას HACCP-ის, სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა.
  • უზრუნველყოს სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და აღჭურვილობის სისუფთავე.
  • ითანამშრომლოს სამზარეულოსა და რესტორნის სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური მომსახურების უზრუნველსაყოფად.

პასუხისმგებლობები:

  • სექციის მუშაობის უწყვეტ და ეფექტიან ფუნქციონირებაზე.
  • კერძების ხარისხის, სტანდარტებისა და პრეზენტაციის დაცვაზე.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლზე.
  • პროდუქციის რაციონალურ გამოყენებასა და დანაკარგების შემცირებაზე.
  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და HACCP-ის მოთხოვნების შესრულებაზე.
  • სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის უსაფრთხო გამოყენებაზე.

აუცილებელი უნარები:

  • ლიდერული და ორგანიზაციული უნარები.
  • გუნდის მართვის გამოცდილება.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
  • დროის მართვის უნარი.
  • კომუნიკაციისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
  • პროფესიული ეთიკისა და დისციპლინის დაცვა.

სამუშაო პირობები:

  • ცვლებში მუშაობა, მათ შორის შაბათ-კვირასა და ოფიციალურ დასვენების დღეებში საჭიროების შემთხვევაში.
  • სასტუმროს უნიფორმისა და პირადი ჰიგიენის სტანდარტების სავალდებულო დაცვა.
  • შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის წესების სრული დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 12

ჩვენ მოგიძებნით მზარეულის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა მზარეულის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.