საკონდიტრო ობიექტის მენეჯერი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას საკონდიტრო ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.
დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო პრემიუმ სეგმენტის კვებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის ორგანიზაციას, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საკონდიტრო და საცხობი პროდუქციით. კომპანია წარმატებით ოპერირებს მრავალ ქვეყანაში და გამოირჩევა ძლიერი ბრენდით, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომითა და მაღალი საოპერაციო სტანდარტებით. ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო გაფართოებას და უახლოეს პერიოდში საქმიანობას საქართველოს ბაზარზეც დაიწყებს. ამჟამად მიმდინარეობს გუნდის დაკომპლექტება, შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ პროფესიულ სწავლებებსა და შიდა გადამზადებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
- ინდუსტრია: საცხობი და საკონდიტრო ქსელი
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი სამუშაო გრაფიკი, კვირის ჭრილში 45 საათის ოდენობით
- სუბორდინაცია: პოზიცია ექვემდებარება გენერალურ მენეჯერს
ძირითადი ამოცანები:
- გენერალურ მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა საცხობის ყოველდღიური ოპერაციების და თანამშრომლების მართვის პროცესში
- წარმოების სიების შექმნის ზედამხედველობა
- ობიექტის ვიზუალური სტანდარტებისა და პროდუქციის განლაგების კომპანიის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
- მომხმარებელზე ორიენტირებული, პერსონალიზებული მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება
- პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა და შენარჩუნება
- ახალი თანამშრომლების ტრენინგისა და განვითარების პროცესის კონტროლი
- ტექნიკური და საოპერაციო შემოწმებების ჩატარება
- კომპანიის პოლიტიკებისა და პროცედურების შესრულების კონტროლი
- დისციპლინური პროცესების მართვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება უსაფრთხო და პროდუქტიული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად
- სანიტარული, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის წესების შესრულების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- კვების ან საცალო მომსახურების სფეროში მინიმუმ 2-3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება, მინიმუმ 10 თანამშრომლის მართვის გამოცდილებით
- ლიდერული უნარები - სხვადასხვა ტიპის თანამშრომლების მოტივაციისა და შთაგონების უნარი
- პრობლემების გადაჭრის უნარები
- სურსათის უვნებლობის ადგილობრივი სერტიფიკატის ფლობა
- Microsoft Office-ის, POS სისტემებისა და ინტერნეტ ნავიგაციის საშუალო დონეზე ცოდნა