სოციალური მუშაკი- თბილისი, ქუთაისი
"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე თბილისსა და ქუთაისში. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი წამყვანი დარგობრივი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო სექტორში. ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით მუშაობს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობის კუთხით. ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განვითარებაზე ორიენტირებული და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს სამედიცინო სექტორში. ცენტრის პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიულ განვითარება და სტაბილური სამუშაო გარემო. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სოციალური მუშაკის სერტიფიკატი; ** სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტის ინფორმირება პაციენტის უფლებებში და მისი დაცვა; ** პაციენტის ინტერვიუირება კითხვარის გამოყენებით, პაციენტის სოციალური საჭიროების შეფასება; ** პაციენტის სოციალური მხარდაჭერა; ** დოკუმენტაციის წარმოება; ** ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაში ჩართულობა და სოციალური რეაბილიტაციის წარმოება. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მოტივირებულობა; ** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გამართული და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი; ** კეთილსინდისიერება; ** ემპათიურობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი; სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 16:00 საათამდე. მდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი #2.