გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის რეგისტრაციის სპეციალისტი
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი " აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის რეგისტრაციის სპეციალისტის პოზიციაზე. "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა. "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.ahtbilisi.com/ ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: 8, 12 ან 16-საათიანი მორიგეობები კორპორაციული ბენეფიტი: თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პაციენტის მიღება, მისი იდენტიფიცირება, რეგისტრაცია ** სამედიცინო ბარათის გახსნა ** სამედიცინო მომსახურების ფინანსური აღრიცხვა პროგრამულად ** სალარო ოპერაციების წარმოება ** თანხის უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა ** გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტების შენახვა ** სამუშაო დღის ბოლოს სალაროს დახურვა პროცედურის შესაბამისად ** ელექტრონული სისტემის საშუალებით, პაციენტის გადამისამართება სამედიცინო სერვისის მისაღებად ** ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე მოთხოვნის/შეტყობინების პროგრამულად დაფიქსირება ** სამედიცინო შემთხვევების შეტყობინების გადაცემა სადაზღვევო კომპანიებისთვის; საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის მომზადება და გადაგზავნა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე ** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი ** სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი ** დროის მართვის უნარი ** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი