საქმის მწარმოებელი/ობიექტის მენეჯერი — ადკ ინჟინერინგი

ადკ ინჟინერინგი

საქმის მწარმოებელი/ობიექტის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ადკ ინჟნერინგი" აცხადებს ვაკანსიას საქმის მწარმოებელის/ობიექტის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

სექტორი: სამშენებლო-საინჟინრო.

ანაზღაურება განისაზღვრება შეთანხმების შემდგომ.

ძირითადი მოვალეობები:

  • MEP სამუშაოების წარმოების ორგანიზება და ყოველდღიური კონტროლი ობიექტზე;
  • გათბობა-გაგრილების (HVAC), ვენტილაციის, წყალმომარაგება-კანალიზაციისა და ელექტრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების კოორდინაცია;
  • ქვეკონტრაქტორებისა და სამონტაჟო ჯგუფების მართვა;
  • საპროექტო ნახაზებთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი;
  • სამუშაოების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
  • MEP სისტემებს შორის კოლიზიებისა და ტექნიკური საკითხების დროული გამოვლენა და შესაბამის სპეციალისტებთან კოორდინაცია;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების კონტროლი;
  • მასალების საჭიროებების განსაზღვრა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
  • პროექტის მენეჯერთან, ინჟინრებთან, არქიტექტორებთან და სხვა სამშენებლო მიმართულებებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი;
  • პროექტის მიმდინარეობის შესახებ რეგულარული რეპორტინგის წარმოება;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების დათვლასა და ფორმა №2-ის კალკულაციაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • MEP/სამშენებლო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • საინჟინრო ნახაზების თავისუფლად წაკითხვის უნარი;
  • HVAC, ვენტილაციის, სანტექნიკისა და ელექტრო სისტემების სამუშაო პროცესების ცოდნა;
  • სამშენებლო პროცესებისა და სამუშაოთა თანმიმდევრობის კარგი ცოდნა;
  • ქვეკონტრაქტორებთან და სამუშაო ჯგუფებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • MS Excel-ის კარგად ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების უნარი;
  • AutoCAD-ისა და MS Office-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიონალურ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.