საქმეთა მმართველი / ობიექტების მენეჯერი — Kotejebi.ge

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
Kotejebi.ge — ლოგო
Kotejebi.ge

საქმეთა მმართველი / ობიექტების მენეჯერი

₾3,500 ₾ ხელზე + 800 ₾-მდე ბონუსი იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

Kotejebi.ge ეძებს საქმეთა მმართველს / ობიექტების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მიმდინარე სამშენებლო ობიექტების ყოველდღიურ კონტროლსა და მართვაზე.

ჩვენ სრულ ციკლს ვუძღვებით — ნებართვიდან გასაღებამდე. შენ ხარ ის, ვინც ამ დაპირებას ობიექტზე შედეგად აქცევს.

ფიქსირებული ანაზღაურება

3,500 ₾ ხელზე

ბონუსი შედეგზე

800 ₾-მდე თვეში

სამსახურებრივი გადაადგილება

საწვავი კომპანიისგან

ძირითადი მოვალეობები

• სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე პროცესების ყოველდღიური კონტროლი — ადგილზე და დისტანციურად;

• საკვანძო ეტაპებზე ობიექტზე პირადი დასწრება: საძირკველი/კარკასი · კომუნიკაციები დაფარვამდე · გამართვა-გადაცემა;

• სამუშაოების გეგმისა და ვადების შესრულების მონიტორინგი;

• მუშებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;

• სამშენებლო მასალების საჭიროების განსაზღვრა და მათი დროული მიწოდების კონტროლი;

• შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;

• ობიექტზე არსებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტის ორგანიზება;

• ეტაპობრივი ფოტო/ვიდეო ანგარიშგება — ყველა კვანძის ფიქსაცია დაფარვამდე;

• შესრულებული სამუშაოებისა და გამოყენებული მასალების აღრიცხვა;

• ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება;

• ობიექტის შესწავლა და მისი რეალური ღირებულების განსაზღვრა — დამოუკიდებლად, ინიციატივით;

• პროექტის ბიუჯეტისა და ხარჯების კონტროლში მონაწილეობა.

მოთხოვნები

• სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

• ობიექტის მართვის ან ზედამხედველობის გამოცდილება — აუცილებელია;

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;

• ადამიანების მართვისა და კომუნიკაციის კარგი უნარი;

• პრობლემების სწრაფად შეფასებისა და გადაწყვეტის უნარი;

• ხარჯთაღრიცხვის შედგენის უნარი — მასალისა და სამუშაოს რეალური ღირებულების დათვლა;

• ავტომობილის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი — აუცილებელია;

• კომპიუტერთან თავისუფალი მუშაობა — ფოტოანგარიშები, ცხრილები, დისტანციური კომუნიკაცია;

• მზადყოფნა რეგიონებში რეგულარული მივლინებისთვის, ღამისთევის ჩათვლით.

ჩვენ მოგიძებნით მშენებლობის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა მშენებლობის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ