სახლში გამოძახების ექთანი- რუსთავი
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სახლში გამოძახების ექთნის თანამდებობაზე ქ. რუსთავში.
ჩვენი პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი
- განრიგი: მოქნილი
- საბონუსე სისტემა: კვარტალური
სინევოში თქვენ დაგხვდებათ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass
- თიმბილდინგი
- მზარდი შრომითი ანაზღაურება
- ჯანსაღი სამუშაო გარემო
ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:
- ხარისხიანი საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
- საექთნო საქმიანობის შესრულება
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამედიცინო განათლება ან პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი
- პაციენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ვაკუტაინერული სისტემით სისხლის აღების გამოცდილება
- უპირატესობა ენიჭება კლინიკური ლაბორატორიის სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატს
- სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა
- კომუნიკაციისა და ორგანიზატორული უნარ-ჩვევების მაღალი დონე
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა
- დისციპლინა
- დეტალებზე ორიენტირება
- გუნდური მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა