სახანძრო დაცვის სისტემების მომსახ. სამსახურის უფროსი აგენტი- ქუთაისი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს სახანძრო დაცვის სისტემების მომსახურების სამსახურის უფროსი აგენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ანაზღაურება: 1702 ლარი.
სამუშაოს ტიპი: სტანდარტული.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისოს აეროპორტის ტერმინალისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების არსებული სახანძრო დაცვის სისტემების (სახანძრო სიგნალიზაცია, ავტომატური ხანძარქრობის სისტემები, კვამლის მართვის სისტემები, ხანძარსაწინააღმდეგო ტუმბოები და სხვა დაკავშირებული სისტემები) გამართული და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
- სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის ხელმძღვანელობა, თანამშრომლებს შორის ფუნქციებისა და მოვალეობების განაწილება, მათი შესრულების მონიტორინგი.
- სახანძრო დაცვის სისტემების გეგმური და არაგეგმური ტექნიკური მომსახურებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების ორგანიზება და კოორდინაცია.
- სახანძრო დაცვის სისტემების ტექნიკური გაუმართაობების დროული გამოვლენა, მიზეზების ანალიზი და ხარვეზების აღმოფხვრის პროცესის კოორდინაცია.
- კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი.
- ახალი სახანძრო დაცვის სისტემების მიღების, გამოცდისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში მონაწილეობა და ზედამხედველობა.
- ტექნიკური დოკუმენტაციის, მომსახურების ჟურნალების, დეფექტური აქტებისა და შესაბამისი ანგარიშგებების წარმოება.
- შესყიდვების ტექნიკური დავალებების, ტექნიკური სპეციფიკაციებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
- სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის, კომპანიის შიდა რეგულაციების მოთხოვნების შესრულებისა და დაცვის უზრუნველყოფა.
- კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობის წარმართვა სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან, აუდიტორებთან, კონტრაქტორ ორგანიზაციებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან.
- სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმების მკაცრი დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება (სასურველია: უმაღლესი განათლება სახანძრო საინჟინრო, ან სხვა მიმართულებით);
- სახანძრო დაცვის სისტემების, დაბალდენიანი სისტემების ან სხვა საინჟინრო სისტემების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება).
- სასურველია სახანძრო სიგნალიზაციის, ავტომატური ხანძარქრობის, კვამლის მართვისა და სხვა სახანძრო დაცვის სისტემების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების გამოცდილება;
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა, ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაგების დონეზე.
დამატებითი მოთხოვნები:
- საქართველოს კანონმდებლობის, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და შესაბამისი ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის, სქემებისა და საინჟინრო ნახაზების წაკითხვისა და ანალიზის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- გუნდური მუშაობის, და ეფექტური გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების უნარი.
კონკურსის ეტაპებია:
- აპლიკაციების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით.