საგარანტიო შემთხვევების მენეჯერი — კია საქართველო

კია საქართველო — ლოგო
კია საქართველო

საგარანტიო შემთხვევების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კია საქართველო აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომ დეპარტამენტში საგარანტიო შემთხვევების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;

მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #84

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

  • საგარანტიო განაცხადების დამუშავება და სრულყოფა ქარხნის სტანდარტების მიხედვით, მათი ატვირთვა ქარხნის სერვერებზე სესაბამის პროგრამაში, სერვისში გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით;
  • სერვისში, გარანტიის მიმართულებით, გაწეული სარემონტო პროცესების კონტროლი ქარხნის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით;
  • სერვის მენეჯერთა კოორდინაციით საგარანტიო სათადარიგო ნაწილების შეკვეთების უზრუნველყოფა;
  • შესრულებული სამუშაოს დროის მართვა, აღრიცხვა და ქარხნულად დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ქარხნული და ადგილობრივი საგარანტიო პირობების ცოდნა და პროცესის შესაბამისი მართვა, კოლაბორაციული მუშაობა ხელმძღვანელ პირებთან;
  • მწარმოებლის მიერ განსაზღვრული სტანდარტების დანერგვა სერვისში, სერვისის მენეჯერთან კოორდინაციით (სამუშაო შესრულების სტანდარტიზაციის მიზნით);
  • გარანტიის საფუძველზე შეცვლილი დეტალების აღრიცხვა, დასაწყობება და შენახვა ქარხნის მოთხოვნების შესაბამისად და პროცესების შემდგომი მართვა;
  • ექსპერტიზაზე მოთხოვნილი სათადარიგო დეტალების მომზადება და გაგზავნა ქარხნისთვის;
  • მწარმოებლის ავტორიზებულ კატალოგებთან და სახელმძღვანელოებთან მუშაობა;
  • მომხმარებელთან მუდმივი უკუკავშირი, მიმდინარე პროცესის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
  • პრობლემური საკითხებზე შესაბამისი რაეგირება, გადაჭრის გზების მოძიება;
  • წინასწარ დაგეგმილი რეპორტების წარმოება და ანგარიშგება ხელმძღვანელებთან;
  • შესაბამის პროგრამებში მუშაობა (1C, MS Office, მწარმოებლის პროგრამები).
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა;

პოზიციის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის ან ფინანსების მიმართულებით);
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ავტოინდუსტრიაში/ ავტოსერვისში მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომობილების ტექნიკური ცოდნა და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

კომპეტენციები და უნარები:

  • ლიდერული უნარ-ჩვევები
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დაგეგმვისა და აღსრულების უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დროის მართვის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 01.10.2026 წ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ